Monday, June 22, 2009

როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი



როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.



ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.

ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელი ვაჭრები აურაცხელ სიმდიდრეს იძენდნენ.

მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით აღტკინებულმა დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც უარი შეუთვალეს დემეტრეს.

კუნძულ როდოსის მდებარეობა საბერძნეთში

როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).

ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.

სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.

ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. გმირულ გამოხდომებს აწყობდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ.

როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.

ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.

გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ[1].

სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.

როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.

როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს ხომ როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

მშენებლობა


რამდენიმე წელიწადში, როგორც კი როდოსელებმა ომის ჭრილობები მოიშუშეს შეუდგნენ თავისი გადაწყვეტილების ხორცშესხმას. ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.

ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.

ლისი პის ბევრი მოწავე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც.

მოქანდაკე მთელი მონდომებით შეუდგა საქმეს. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის.

ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა, თითქოს სხივთა სიუხვეს ერიდებაო და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ)

სამოცდაათი წყრთა — ეს უზარმაზარი ზომაა. ასეთი არსად ყოფილა ჯერ საბერძნეთში.

მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. დიდად მოიწონეს და მოდელი მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს ქარესს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობანი ისე დაემშვენებინა ქალაქი.

როდოსელები, როგორც ერთი, ისე ყველა უაღრესად დიდი პატრიოტებიიყვნენ თავისი ქალაქის, ამიტომაც დიდის ყურადღებით ექცეოდნენ კოლოსის შექმნის საქმეს.

როდოსის კოლოსი მარტინ ვან ჰიმსკერკის ილუსტრაციით

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. შავი სამუშაოებისათვის კიდევ ასობით მონა იქნა გამოყვანილი.

ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსხმა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ქარესმა ამ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწია, როდესას ლისი პს ეხმარებოდა. არაერთხელ აკვირდებოდა ლისი პი თავისი მოწაფის ზუსტსა და უნარიან მოძრაობას და ნახევრად ხუმრობით იტყოდა: მალე ქარესი სახელგანთქმული ოსტატი გახდება და მე მიწოდებენ „დიდოსტატის მასწავლებელსო“.

მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ცნობისმოყვარეთა გუნდები ყოველდღე თვალს ადევნებდნენ მოქანდაკის ყოველ ნაბიჯს. ბევრს აინტერესებდა, როგორჩა იმუშავებს ან რანაირად აიტანს ქარესი მასალას სამოცდაათი წყრთის სიმაღლეზე.

ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. მალე კვარცხლბეკი თვალს მოეფარა, სამაგიეროდ მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე ადიოდნენ მწვერვალისკენ, ზედ დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.

ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი და ზოგჯერ ქარესი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. ეს ხდებოდა მეტადრე მაშინ, როცა საღამოს მწუხრი წვებოდა და როდოსზე სამუშაოები დილამდე წყდებოდა.

როდოსი დასრულდება? აი, რამდენი წელიწადია, წელზე ფეხს იდგამენ. რამდენი ფული დაიხარჯა, რამდენი ხალხი დაიღუპა! ქანდაკების ძირას მთელი ქალაქი წამოიზარდა. პატარა სახელდახელოდ აგებულ სახლებში თავისუფალი მუშები ცხოვრობდნენ. მუშაობდნენ არანაკლეთ თვრამეტი საათი დღეში, ძინავთ კი კარვებში, იატაკზე. ქარესი ცდილობდა მათ გამოსარჩლებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მონები ავადდებოდნენ, იღუპებოდნენ. მათ ადგილზე ახლებს გზავნიდნენ. იაფი იყო მონათა შრომა.

მოქანდაკის სამუშაო ადგილი იყო უზარმაზარი ბორცვი-მიწატრილი. მის მწვერვალზე, რომ მოხვდეს, ადამიანმა მას გარშემო რამდენჯერმე უნდა შემოუაროს ვიწრო ბილიკით, ხვეულივით რომ ევლება ბორცვს ძირიდან მწვერვალამდე.

ქარესი იდგა ხის ფიცარნაგზე, რომელიც ფარავდა ბორცვს. ფიცარნაგის შუა ადგილას ოვალური ორმია, რომლის ნაპირები მოპირკეთებული იყო ბრინჯაოთი. თუ კაცი გულმოდგინედ დააკვირდება ამ ბრინჯაოს გარსში შეამჩნევს ადამიანის გიგანტურ სხეულის გამოსახულებას. ბრინჯაოს რგოლის სიღრმე ძალიან დიდია. უფსკნულის ძირას აღმართული იყო ორი ქვის სვეტი. მათაც ზრდიდნენ ქანდაკებასთან ერთად.

ბუმბერაზი ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი.

გასაოცარი ის იყო, რომ ამ გიგანტური ფიგურას აწყობა მოხდა ყოველგვარი შეცდომის გარეშე.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ქარესი, როცა ეს შრომატევადი და რთული სამუშაო დაიწყო, ხოლო როცა თორმეტი წლის შემდეგ ქმნილება დაასრულა, უკვე მომწიფებული იყო. დიახ, მთელი თორმეტი წელი გრძელდებოდა კოლოსის მშენებლობა. მაგრამ როცა უკანასკნელი ფურცელი თავის ადგილზე მიამაგრეს, როცა კოლოსი განთავისუფლდა მიწის ტყვეობისაგან, როდოსელთა მზერას წინ დაუდგა ბრინჯაოს დიდებული ქანდაკება, რომლის ყველა პროპორცია მნახველს აოცებდა სიზუსტითა და მომხიბლაობით, ადამიანებს ყველაზე მეტად აკვირვებდა კოლოსის სიმაღლე.

ღმერთი ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. მისი აღმართვა შეეძლო მხოლოდ ნიჭით დიდად დაჯილდოებულ და დიდი ცოდნით აღჭურვილ მოქანდაკეს.

ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

დანგრევა

გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა.

კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას.

წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

ასე წაიშალა კოლოსის ყველა კვალი, მაგრამ ხსოვნა ბრინჯაოს გიგანტზე სამუდამო დარჩა.

No comments:

Post a Comment