
მავსოლე კარიის სამეფოს მართავდა, რომელიც სპარსეთის იმპერიაში შედიოდა, თუმცა თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო. 337-353 წლებში მავსოლეს მიერ განხორციელებულმა ამბიციურმა სამშენებლო პროექტებმა ჰალიკარნასი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ქალაქად აქცია. მავზოლეუმის პროექტის შექმნა ბერძენ არქიტექტორს პითეოსს მიეწერება. 353 წელს მავსოლეს სიკვდილის შემდეგ მშენებლობას მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრე არტემისია ზედამხედველობდა. არტემისია მშენებლობის დასრულბამდე გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ მავზოლეუმი, რომელიც მათი უბადლო ოსტატობის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. იქ მდებარე მუზეუმში აკლდამის მრავალი საინტერესო დეტალი ინახება.
No comments:
Post a Comment